მორიგი სკანდალი უკრაინაში: “პოლტავას” ნაცემი დირექტორი იარაღით (ვიდეო)

უკრაინის პირველ ლიგაში “პოლტავასა” და “ჩერკასკი დნიპროს” შორის გამართული მატჩი (0:2) სკანდალით დასრულდა.

შეხვედრის ბოლოს სტუმარი გუნდის ფანებმა გამარჯვების აღსანიშნავად მაშხალები აანთეს და მოედანზე გადაყარეს. მათთან “პოლტავას” დირექტორი ბოგდან ვინიცკი და მისი თანაშემწე მივიდნენ, რის შემდეგაც სტუმართა გუნდის ულტრასები მინდორზე გადავიდნენ და ფუნქციონერები სცემეს.

ფიზიკურ დაპირისპირებაში კინაღამ მატჩის ყველა მონაწილე ჩაერია. რამდენიმე წუთის შემდეგ ვინიცკი გასახდელში ჩავიდა და იქიდან ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა. “პოლტავას” დირექტორს, საბედნიეროდ, ჭკუა ეყო და იარაღი არ გამოიყენა.