2017 წლიდან ვიდეოგამეორების სისტემას ექვს ქვეყანაში გამოიყენებენ

ფიფამ ვიდეოგამეორების სისტემის ტესტირებაზე მუშაობა დაიწყო. ოფიციალურად გაცხადდა, რომ ტესტირება 2017 წლიდან დაიწყება.

არბიტრები ვიდეოგამეორების სისტემას გერმანიაში, ჰოლანდიაში, პორტუგალიაში ავსტრალიაში, ბრაზილიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში (MLS) გამოიყენებენ.

ფიფაში ფიქრობენ, რომ 2017 წელს ამ ტექნოლოგიის გამოცდა საბოლოოდ დასრულდება, რის შემდეგაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიდეოგამეორების გამოყენების გადაწყვეტილებას ოფიციალურად მიიღებენ.