ესპანური “სევილიას” ხელმძღვანელები კიდევ უფრო წინ მიიწევენ “დეპორტივო ლა კორუნას” ლიდერის, ლუკას პერესის გადაბირების საქმეში.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის პერესის მიმართ ინტერესი საკმაოდ ბევრმა კლუბმა გამოთქვა, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ლა ლიგის 35 მატჩში 17 გოლის გატანა და 8 ასისტის გაკეთება შეძლო.
პერესის კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად 20 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა თუ “სევილია” ანტონიო კოტანსა და ხუან მუნიოსს “დეპორტივოში” გაუშვებს, მაშინ კლუბის ხელმძღვანელები 17 მილიონი ევროთიც დაკმაყოფილდებიან.