გიორგი აბურჯანიამ თავის ყოფილ გუნდს მიმართა

“სევილიას” ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ თავის ყოფილ გუნდ “ანორთოსისს” მიმართა, რომელსაც მძიმე პერიოდი აქვს. გუნდმა ბოლო ორი მატჩი დათმო, კვიპროსის ჩემპიონატში 12 ტურის თავზე აქტივში მხოლოდ 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიცია უკავია.

“მინდა, ჩემი ყოფილი გუნდის, “ანორთოსისის” მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო. ცხოვრებაში და მით უფრო ფეხბურთში რთული პერიოდები დგება და პრობლემების გადაჭრის გზა ერთად დგომაშია, როგორც ერთი ოჯახი (ქომაგები, ფეხბურთელები და გუნდის ხელმძღვანელობა)”, – აღნიშნა აბურჯანიამ.

აბურჯანიას “ხიმნასტიკი” პრიმერადივიზიონში მოსახვედრად პლეიოფს ითამაშებს

ესპანეთის სეგუნდადივიზიონის უკანასკნელი, 42-ე ტურის მატჩები გაიმართა. ქართველი გულშემატკივრების ყურადღება ტარაგონისკენ იყო მიმართული, სადაც გიორგი აბურჯანიას “ხიმნასტიკმა” გათამაშების ჩემპიონი “ალავესი” მიიღო.

სატურნირო ცხრილის მესამეადგილოსანი “ხიმნასტიკი” “ლეგანესს” პრიმერადივიზიონის პირდაპირი საგზურის მოპოვებაში ეცილებოდა და ამისთვის უკვე გაჩემპიონებული “ალავესი” უცილობლად უნდა დაემარცხებინა, პარალელურად კი “ლეგანესს” გასვლაზე “მირანდესთან” უნდა წაეგო. საბოლოო ჯამში, “ხიმნასტიკმა” ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა, თავის მხრივ, “ლეგანესმა” საკუთარი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა (1:0), სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი შეინარჩუნა და არსებობის მანძილზე პირველად ლა ლიგაში ითამაშებს.

ამრიგად, აბურჯანიას “ხიმნასტიკს” პრიმერადივიზიონში ადგილის დასაბევებლად პლეიოფის თამაში მოუწევს. “ხიმნასტიკის” გარდა პლეიოფში “ხირონა”, “კორდობა” და “ოსასუნა” ითამაშებენ.