ხავიერ ძანეტი “ინტერს” პარაგვაელი ნახევარმცველის დამატებას ურჩევს

მილანის “ინტერი” “ლანუსის” ნახევარმცველ მიგელ ალმირონით დაინტერესდა.

“ნერიაძურის” ვიცე პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ 22 წლის პარაგვაელი ფეხბურთელის თამაშს თავადვე მიადევნა თვალყური და ახლა მას “ინტერში” რეკომენდაციასაც უწევს.

შეგახსენებთ, რომ “ლანუსმა” ისტორიაში მეორედ მოიპოვა არგენტინის ჩემპიონის წოდება.

მიგელ ალმირონმა 13 მატჩში სამი გოლი მიითვალა.