“იუვენტუსი” გოლოვინის ტრანსფერში 20 მილიონზე მეტს იხდის

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები “ცსკა”-ს ნახევარმცველის, ალექსანდრ გოლოვინის, ტრანსფერზე ფიქრს არ ეშვებიან. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, მოსკოვურმა კლუბმა უკვე უარყო “ბიანკონერის” შეთავაზება, რომლის თანახმადაც გოლოვინის ტრანსფერში 19 მილიონი ევრო უნდა მიეღო.

ახალი წინადადების ფარგლებში კი გოლოვინის სატრანსფერო ფასი 20 მილიონით განისაზღვრება და ამასთანავე, გოლოვინის მომდევნო ტრანსფერში აღებული თანხის 10 პროცენტს “იუვე” “ცსკა”-ს გადაუხდის.

10 ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც ევრო-2016-ზე თვალი უნდა ადევნოთ

ევროპის მთავარი ტურნირის (საერთაშორისო დონეზე) დაწყებამდე გთავაზობთ იმ ახალგაზრდა ფეხბურთელთა სიას, რომლებმაც შესაძლოა ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინონ …


13335287_194366614292122_478361345_n

დელე ალი (ინგლისი)

როგორც იცით, დელე ალიმ პრემიერ ლიგის 2015/16 წლების სეზონში შესანიშნავად იასპარეზა – მან 10 გოლისა და 9 საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა პირად აქტივში.

ამასთანავე, ალიმ ნაკრების მაისურით ჩატარებულ პირველივე მატჩში მოახერხა გოლის გატანა (ნოემბერში, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ). რასაც მოჰყვა მისი ასევე კარგი თამაში გერმანელებთან (3-2).

სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, რაც ინგლისელი “მაკ დონსთან” ერთად ლიდა ერთში გადაბარგდა, 20 წლის ფეხბურთელისაგან ევროპის ჩემპიონატზე გაბრწყინებას მოელიან.


13335287_194366614292122_478361345_n

კინგსლი კომანი (საფრანგეთი)

პეპ გვარდიოლამ “ბაიერნის” ფრანგი ფეხბურთელი, კინგსლი კომანი აღწერა, როგორც “გიჟურად კარგი”, რაც ზუსტად ახასიათებს მის გასულ სეზონს გერმანლ კლუბში.

19 წლის ფრანგმა 4 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო ბუნდესლიგის 23 მატჩში. ამ უკანასკნელმა ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩინა თავი, როცა “იუვენტუსთნ” მატჩში (4-2) “რეკორდმაისტერს” ულიდერა.

კომანმა ეროვნული ნაკრების მაისურით პირველი გოლი რუსეთთან გამართულ ამხანაგურ მატჩში გაიტანა, რომელიც საბოლოო ჯამში ფრანგთა გამარჯვებით, 4-2 დასრულდა. ევრო 2016-ზე მისგან გაცილებით მეტს ელიან.


13335287_194366614292122_478361345_n

ბრელ ემბოლო (შვეიცარია)

შვეიცარიელთა თავდამსხმელი, ემბოლო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელია ა ჯგუფში.

შემტევი ტიპის ფეხბურთელს ახლახან, თებერვალში შეუსრულდა 19 წელი, თუმცა მას უკვე 30 გოლი აქვს გატანილი “ბაზელის” მაისურით 86 მატჩში. მან ჩემპიონთა ლიგაზეც მოახერხა თავის გამოჩენა.

რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, “ტოტენჰემისა” და “მანჩესტერის” სამიზნეს ნაკრების ღირსების დაცვის საშუალება 9-ჯერ მიეცა, ერთხელ მან თავის გამოჩენა გოლის საშუალებითაც მოახერხა.


13335287_194366614292122_478361345_n

ალექსანდრ გოლოვინი (რუსეთი)

“მას ნამდვილად შეუძლია მაღალი დონის ფეხბურთელის სტატუსის მოპოვება.” – ასეთი განცხადება გააკეთა “არწივთა” მწვრთნელმა გოლოვინზე საუბრისას.

20 წლის საკმაოდ ცნობილი ფლეიმეიკერი რუსეთის ნაკრებში ერთადერთია, რომლის ასაკიც 25 წელს არ აღემატება (განაცხადიდან გამომდინარე).

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ფეხბურთელი “მოსკოვის ცსკა-ში” ძირითადი ფეხბურთელის სტატუსს ჯერაც ვერ ატარებს. მას ნაკრების მაისურით 3 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და ამ სამი მატჩიდან ორში მოახერხა გოლის გატანა.


13335287_194366614292122_478361345_n

ანტონი მარსიალი (საფრანგეთი)

ალბათ ყველასათვის ცნობილია, რომ მარსიალმა საკმაოდ მარტივად მოაკეტინა ყველას, ვისაც მასში ეჭვი ეპარებოდა. მისი ასპარეზობა ერთადერთი ნათელი წერტილი იყო “მანჩესტერელთა” ცუდ სეზონსი.

მარსიალი საფრანგეთის ნაკრებში პირველად აგვისტოში გამოჩნდა.

დიდიერ დეშამის ნაკრებში მას სადებიუტო გოლი ჯერაც არ გაუტანია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მოასწრო 8 მატჩში მონაწილეობის მიღება. სავარაუდოდ ევრო 2016-ზე ის ამ ნავსსაც გატეხავს.


13335287_194366614292122_478361345_n

დივოკ ორიჯი (ბელგია)

ორიჯის საერთაშორისო ტურნირებზე თავის გამოჩენის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს – 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან რუსეთთან მატჩში გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

“ლივერპულის” 21 წლის ფეხბურთელმა ბოლო 6 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო, მათ შორისაა “ევერტონის” წინააღმდეგ, დერბიში გატანილი გოლიც.

ასე რომ ახალგაზრდა ბელგიელზეც საკმაოდ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მომავალ ევროპის ჩემპიონატზე.


13335287_194366614292122_478361345_n

მარკუს რეშფორდი (ინგლისი)

მართალია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” დებიუტი თებერვალში შედგა, თუმცა მასზე ინგლისელი გულშემატკივრები მაინც დიდ იმედებს ამყარებენ.

მას შემდეგ, რაც 18 წლის მარკუსმა “მიდტიულანდის” კარში დუბლის გაფორმება მოახერხა, ყველამ მასზე დაიწყო საუბარი, რასაც მოჰყვა კიდევ ერთი გოლი დებიუტში, ოღონდ სანაკრებო დებიუტში – ავსტრალიასთან მატჩში, მაისში.

შეიძლება მას “სკამზე ჯდომაც” მოუწიოს, თუმცა როი ჰოჯსონი მას შანსს აუცილებლად მისცემს.


13335287_194366614292122_478361345_n

რენატო სანჩესი (პორტუგალია)

სანჩესის “ბენფიკადან” “ბაიერნში” გადასვლა სულ მალე გაოფიციალურდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის პოტენციალს და იმ ფაქტს, რომ მისგან ბევრს უნდა ველოდოთ.

18 წლის ფეხბურთელმა “ბენფიკაში” ოქტომბრის თვეში აიწყვიტა. მისი სანაკრებო დებიუტი კი მარტში შედგა.

რენატო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ევრო 2016-ზე მიიღებს მონაწილეობას, კრიშტიანუ რონალდუს არჩევის შემდეგ (2004 წელს) – ექნება მის არჩევასაც იგივე შედეგი?


13335287_194366614292122_478361345_n

ლეროი სანე (გერმანია)

იოაჰილ ლიოვმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონ გუნდში ახალი სისხლი შეიტანა. ახალ სისხლში გამოსარჩევია ლეროის სანეს როლიც, რომელიც შესაძლოა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ იარაღად იქცეს.

“შალკეს” ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავის გამოჩენა 2014/15 წლების სეზონში შეძლო – თუნდაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” გატანილი გოლით – გასულ სეზონში კი მან რეპუტაციის შენარჩუნება შეძლო.

საერთაშორისო დონეზე მისი დებიუტი ნოემბერში შედგა, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ. ის 23 წლისაა და ჯერ კიდევ ელოდება თავის შანსს.


13335287_194366614292122_478361345_n

იულიან ვაიგლი (გერმანია)

ვაიგლი 1860 მიუნხენის შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილი გახლდათ, რომელმაც გერმანიის მეორე ჩემპიონატის ცხრილის ბოლოში დაასრულეს ასპარეზობა (2014/15), მაგრამ ბოლო 12 თვის მანძილზე ისინი საგრძნობლად გაძლიერდნენ.

20 წლის ფეხბურთელმა მთელი მსოფლიო გააკვირვა ტომას ტუხელის “ბორუსიაში” ასპარეზობის დონით.

მისი დებიუტი საერთაშორისო დონეზე სლოვაკეთთან მატჩში, მაისში შედგა. მისგან ისევე როგორც ლიოვი, ასევე გერმანელი გულშემატკივარი, ძალიან ბევრს ელის.