ცნობილია, ვინ ჩაიბარებს იტალიის ნაკრებს ევრო-2016-ის შემდეგ

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ “სკუადრა აძურას” მომავალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გაასაჯაროვა.

ტავეკიომ აღნიშნა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე ჯამპიერო ვენტურა დაინიშნება. მხარეებს შორის ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება.

ჯამპიერო ვენტურა “ტორინოში” მუშაობდა. “სკუადრა აძურას” მოქმედი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ლონდონის “ჩელსის” ჩაიბარებს.

Giampiero Ventura