უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივართა შორის გამოკითხვა მოეწყო, რომლის მიზანსაც ევროპის ჩემპიოპნატის ყველა დროის სიმბოლური გუნდის დაკომპლექტება წარმოადგენდა. გამოკითხვაში 3,5 მილიონზე მეტმა ქომაგმა მიიღო მონაწილეობა. მათი არჩევანი ასეთია:
- მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია);
- მცველები: ფილიპ ლამი (გერმანია), კარლეს პუიოლი (ესპანეთი), ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია), პაოლო მალდინი (იტალია);
- ნახევარმცველები: ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), ანდრეა პირლო (იტალია), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი);
- თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია), მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია), ტიერი ანრი (საფრანგეთი).