ლუკას ვასკესი: “ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება დამარცხდე”

საქართველოს ნაკრებმა მადრიდში გამართულ ამხანაგურ მატჩში ესპანეთის ეროვნული გუნდი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ეს შეხვედრა “ფურია როხას” რიგებში ლუკას ვასკესისთვის სადებიუტო გამოდგა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ კომენტარიც გააკეთა.

“ჩემთვის ნამდვილი საჩუქარია ნაკრებში ყოფნა, ამით მოხარული ვარ. მეცხრე ნომრით თამაში პატივია, თუმცა ეს მხოლოდ ნომერია. ამის გამო წნეხს არ ვგრძნობ.

ეს ფეხბურთია, ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება დამარცხდე. ამ მარცხმა უფრო მეტი მოტივაცია უნდა შეგვძინოს. შეცდომები უნდა გამოვასწოროთ და ევროპის ჩემპიონატი მაქსიმალურად კარგად დავიწყოთ”, – აღნიშნა ლუკას ვასკესმა.