“მანჩესტერ იუნაიტედმა” ერიკ ბაილი გაიფორმა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ცენტრალური მცველი ერიკ ბაილი დაიმატა.

22 წლის კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა “წითელ ეშმაკებთან” ოთხწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტში ჩაიწერა პუნქტი, რომელიც ხელშეკრულების კიდევ ორი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობას იძლევა.

შეგახსენებთ, რომ ერიკ ბაილი მანამდე “ესპანიოლის” ღირსებას იცავდა. იგი ესპანურ კლუბში 2015 წლის იანვრიდან თამაშობდა და ამ ხნის განმავლობაში 47 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედმა” ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღო.