“პესკარა” სერია A-ში დაბრუნდა

“პესკარა” იტალიის სერია A-ში დაბრუნდა. გუნდმა პლეიოფში “ტრაპანი” ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა და ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ სერია A-ს პირდაპირი საგზურები “კალიარიმ” და “კროტონემ” დაისაკუთრეს, რომლებმაც სერია B-ს სატურნირო ცხრილში შესაბამისად პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.

“პესკარა” სერია A-ში უკანასკნელად 2012-2013 წლების სეზონში თამაშობდა.

ცნობისთვის, “პესკარას” რომის “ლაციოსა” და “მილანის” ყოფილი მცველი მასიმო ოდო თავკაცობს.