“უოტფორდმა” ბერაჰინოს ტრანსფერის თაობაზე “ვესტ ბრომს” ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა

Sky Sports-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ “უოტფორდის” ხელმძღვანელებმა “ვესტ ბრომვიჩს” ოფიციალური შეთავაზება გაუკეთეს საიდო ბერაჰინოს ტრანსფერის თაობაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისის 21-წლამდელთა ყოფილი ფორვარდის გადაბირებით “უოტფორდთან” ერთად “ლესტერი” და “არსენალიც” არის დაინტერესებული.

როგორც იცით, ბერაჰინომ საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარა მას შემდეგ, რაც მისმა კლუბმა მას “ტოტენჰემში” გადასვლის საშუალება არ მისცა. რის შემდეგაც, მან პრემიერ ლიგის 35 მატჩში მხოლოდ 7 გოლის გატანა შეძლო.

მაშინ “მამლების” ხელმძღვანელები “ვესტ ბრომს” 25 მილიონ ფუნტს სთავაზობდნენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი გაიმეტა “უოტფორდმა” ინგლისელის სანაცვლოდ.