ედეგორი “რენში” გადადის
თითქმის დადასტურებულია ფაქტი, რომ მარტინ ედეგორი ფრანგულ “რენში” გაატარებს მომდევნო სეზონს. ნორვეგიელმა ფეხბურთელმა, რომელმაც “რეალთან” ერთად ჩაატარა პრე-სეზონი, ზინედინ ზიდანის გაკვირვება ვერ მოახერხა, რის გამოც მას არენდით მოუწევს საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაში.
BBC: “კრისტალ პალასმა” “ლივერპულთან” ბენტეკეს ტრანსფერი შეათანხმა
საკმაოდ ცნობილი და ავტორიტეტული გამოცემა BBC იუწყება, რომ “კრისტალ პალასის” ხელმძღვანელებმა “ლივერპულთან” კრისტიან ბენტეკეს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. გუნდები 27 მილიონ ფუნტზე შეთანხმდნენ. თუმცა, თუ ბენტეკე კარგად იასპარეზებს, “წითლები” დამატებით ბონუსებსაც მიიღებენ.
De Telegraaf: “ბარსელონა” სილესენს უახლოვდება
De Telegraaf-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელები გუნდსი “აიაქსის” მეკარის, ჟასპერ სილესენის დამატებით არიან დაინტერესებულნი. ატალონიელები 27 წლის ჰოლანდიელი კარის დარაჯის სანაცვლოდ 10-12 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.
ტონი პულისი კიდევ 5 ახალ ფეხბურთელს ელის
“ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” მთავარი მწვრთნელი, ტონი პულისი აღიარებს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კლუბი კიდევ 5 ახალი ფეხბურთელის დამატებას აპირებს.
“ბარსა” პერესზე გადაერთო?
ბრიტანული Daily Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელები “ნიუკასლის” თავდამსხმელზე, აიოსე პერესზე გადაერთვნენ. შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში ისიც ითქვა, რომ კატალონიელებს რონდონის გადაბირება სურდათ.
“ქალაქელები” ჰარტს არენდით წასვლის უფლებას არ აძლევენ
როგორც ჩანს, “მანჩესტერ სიტის” “უარყოფილ” მეკარეს, ჯო ჰარტს ბედთან შეგუება და სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუწევს. ამის თქმის საშუალებას The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გვაძლევს, რომლის თანახმადაც, “სიტის” ხელმძღვანელები ინგლისის ნაკრების მეკარეს გუნდის არენდის წესით დატოვების უფლებას არ აძლევენ.
“იუვე” კუადრადოს დაბრუნებას აპირებს
ცუდი ამბავი ლონდონის “ჩელსის” ყველა იმ გულშემატკივრისათვის, რომელსაც კუადრადოს თამაშის ხილვა კვლავ სურს “სტემფორდ ბრიჯზე” – “ბებერი ქალბატონი” თანახმაა, კოლუმბიელი შემტევის სანაცვლოდ საჭირო თანხა გადაიხადოს.