დღეს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური სლოვაკეთისა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული მატჩით გაიხსნა. მატჩი სლოვაკთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში 32-ე წუთზე გაიხსნა – მარეკ ჰამშიკი გადაცემის შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა ორი რუსი მცველი მარტივად მოატყუა და აკინფიევის კარი დალაშქრა. პირველი ნახევრის ბოლო წამებში, სლოვაკთა შემტევმა ნახევამრცველმა, მარეკ ჰამშიკმა ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა. რუსებმა სხვაობა ერთამდე მე-80 წუთზე შეამცირეს – დენის გლუშაკოვმა სკოვაკთა კარი თავური დარტყმით აიღო.
B ჯგუფი
რუსეთი – სლოვაკეთი
რუსეთი: აკინფიევი, სმოლნიკოვი, ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენიკოვი, ნოიშტადერი (გლუშაკოვი 46′), გოლოვინი (მამაევი 46′), სმოლოვი, შატოვი, კოკორინი (შიროკოვი 76′), ძიუბა.
სლოვაკეთი: კოზაჩიკი, პეკარიკი, შკრტელი, დურიცა, ჰუბოკანი, ჰამშიკი, პეჩოვსკი, კუცკა, ვაისი (შვენტო 72′), დუდა (ნემეცი 67′), მაკი (დურიში 80′).
გოლები: გლუშაკოვი 80′ – ვაისი 32′, ჰამშიკი 45′
გაფრთხილებები: დურიცა 4′.