“იუნაიტედ ლონდონი” – ინგლისური კლუბი რომელმაც უარი თქვა მწვრთნელზე. მათ არ სჭირდებათ ის, რამეთუ მწვრთნელის მოვაელობას ამ კლუბში გულშემატკივრები ასრულებენ, რომლებიც ყოველკვირეულად იღებენ მონაწილეობას გამოკითხვაში.
დიახაც, სწორედ გულშემატკივრები წყვეტენ, თუ რომელმა ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს სასტარტოში და რომელმა – არა. გარდა ამისა გულშემატკივრები წყვეტენ იმასაც, თუ რა ტაქტიკით ითამაშებს გუნდი.
ამაში კი ლონდონელ გულშემატკივარს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ეხმარება, სადაც დეტალურად არის მოცემული თითოეული ფეხბურთელის სტატისტიკური მონაცემები, ვარჯიშის ვიდეო, ანალიზები და ფოტო მიმოხილვები.
“”იუნაიტედ ლონდონი” შექმნეს გენიოსმა ფანებმა და არა მილიონერმა ბიზნესმენებმა. ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი. ჩვენ გვინდოდა მეტის გაკეთება, ვიდრე ეს ტელევიზორთან ჯდომა და მისი ყურებაა. ჩვენ გულშემატკივრები წავახალისეთ.” – განაცხადა დირექტორმა, მარკ ნორთმა.
“ამიტომაც გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა რაღაც გულწრფელი და მისაღები ყველა გულშემატკივრისთვის და მიგვეცა მათთვის შანსი, რომ უშუალო გავლენა მოახდინონ თავისი საყვარელი გუნდის მომავალზე.”
კლუბის მიზანია შესთავაზონ ბოლო შანსი იმ ფეხბურთელებს, რომლებიც დაიწუნეს, ან იმათ, რომლებიც ახლახან წამოვიდნენ საფეხბურთო აკადემიიდან. მოკლედ რომ ვთქვათ, კლუბის მიზანია შექმნან ჯეიმი ვარდების გუნდი, რომელიც წარმატებას მიაღწევს.
“ეს ურთიერთობა ისეთივეა, როგორიც მომღერლებისა და “იქს ფაქტორის” კავშირი. ჩვენ მათ შანსს ვაძლევთ და ვიმედოვნებთ, რომ ისინი ამას გამოიყენებენ.
კარგი იქნება თუ ჯეიმი ვარდის პროგრესი სხვა ფეხბურთელებსაც მისცემს მოტივაციას. ჩვენთვის ძალიან რთულია ფეხბურთელებისთვის იარლიყის მიწებება, თუმცა ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად სამართლიანები ვიყოთ.”
და ბოლოს, რაც მთავარია კლუბი ყოველი თვის ბოლო დაასახელებს თვის საუკეთესო მწვრთნელს, რომელსაც პრიზიც გადაეცემა.