“მერანმა” რევაზ გეწაძე დაიმატა

მარტვილის “მერანი” ჩემპიონატისთვის მზადებასა და შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს. გუნდმა 31 წლის შემტევი ნახევარმცველი რევაზ გეწაძე დაიმატა.

გეწაძე მანამდე შემდეგი კლუბების რიგებში ირიცხებოდა: “თბილისი” (თბილისი), “ბორჯომი” (ბორჯომი), “ოლიმპი” (რუსთავი), “ოლიმპიკი” (ბაქო), “გაბალა” (გაბალა), “მეტალურგი” (რუსთავი), “ზესტაფონი” (ზესტაფონი), “სამტრედია” (სამტრედია), “შუქურა” (ქობულეთი).

რევაზ გეწაძეს საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრებებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული.

როგორც მოგეხსენებათ, “მერანი” წელს პირველ ლიგაში იასპარეზებს, რომელიც 19 აგვისტოს აიღებს სტარტს. გუნდი პირველ ტურში ტყიბულის “მეშახტეს” მიიღებს.