მიხაილო ფომენკომ უკრაინის ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა

როგორც მოსალოდნელი იყო, მიხაილო ფომენკომ უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

“რა აზრი აქვს თანამშრომლობის გაგრძელებას, როდესაც მიზანი მიუღწეველია?! ამ შედეგის გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და პოსტს ვტოვებ. მადლობას ვუხდი ფეხბურთის ფედერაციას, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად სათანადო პირობები შექმნა.

ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო. ბოდიშს ვუხდი უკრაინელ ქომაგებს იმის გამო, რომ მათი მოლოდინი ვერ გავამართლეთ”, – აღნიშნა ფომენკომ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატი დათმო ისე, რომ ტურნირზე გოლიც არ გაუტანია.