იტალიური “სასუოლოს” პრეზიდენტმა, ჯუზეპე სკუნციმ განაცხადა, რომ გუნდის ლიდერი, დომენიკო ბერნარდი ტურინის “იუვენტუსს” 2016/17 წლების სეზონის დასრულებისთანავე შეუერთდება.
“ამ დროის მანძილზე არაერთი განსხვავებული ჭორი მოვისმინე. ჩვენ “ინტერთან” არანაირი სახის მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებდით. არ მესმის, რატომ ამბობს ხალხი საპირისპიროს.
“იუვენტუსთან” ჩვენ ჯენტლმენურ შეთანხმებას მივაღწიეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ბერარდი ტურინში ერთი წლის შემდეგ გადავა, მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ.” – განაცხადა სკუნციმ.
აქვე გეტყვით, რომ ბერარდიმ მთელი კარიერის მანძილზე 127-ჯერ მოირგო “სასუოლოს” მაისური. ამ დროის მანძილზე მან 49 გოლის გატანა და 30 საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა აქტივში.