“ტოტენჰემმა” ვიკტორ ვანიამა დაიმატა

“საუთჰემპტონის” საყრდენი ნახევარმცველი ვიკტორ ვანიამა კარიერას “ტოტენჰემ ჰოთსპურში” გააგრძელებს.

მხარეებმა ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

ვიკტორ ვანიამა “საუთჰემტონის” ღირსებას 2013 წლიდან იცავდა. მან გუნდში 97 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.