უეფამ ბელგიის სამეფოს ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა

უეფამ ბელგიის სამეფოს ფეხბურთის ფედერაცია ხუთი ათასი ევროთი დააჯარიმა. მიზეზი ბელგიის ნაკრების ქომაგების ქცევა გახდა.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში (3:0) გულშემატკივრებმა მაშხალები დაანთეს და მოედანზე სხვადასხვა საგნები ისროლეს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე უელსს შეხვდება. მატჩი პირველ ივლისს ჩატარდება.