ისლანდიის გოლეადორმა და ევრო 2016-ის ბოლო მერვედფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა, რაგნარ სიგურდსონმა ინგლისის ნაკრების კარში გატანილი გამათანაბრებელი გოლის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
“ყველაფერი კარგად წავიდა, თუმცა ნამდვილად არ გვიგრძნია განსაკუთრებული ზეწოლა. ისინი შორი დისტანციებიდან ცდილობდნენ კარის აღებას, ჩვენ კი უბრალოდ ვბლოკავდით მათ დარტყმებს.
ეს მეორე თუ მესამე გოლია, რომელიც გრძელი ჩაწოდებიდან გავიტანეთ. ეს ჩვენი ერთ-ერთი იარაღია, ასე რომ გასაკვირი არაფერია.
მათ ეგონათ, რომ ეს პარკში გასეირნებისავით იქნებოდა. ინგლისელებმა თამაში კარგად დაიწყეს, მაგრამ ჩვენს მიერ გატანილმა გოლებმა ისინი შოკში ჩააგდო.”