უკვე ცნობილია, თუ ვის დაუპირისპირდება კატალონიური “ბარსელონა” ჟოან გამპერის თასზე. ეს გუნდი იტალიური “სამპდორიაა”.
აღნიშნული მატჩი 10 აგვისტოს, “კამპ ნოუზე” გაიმართება. ეს იქნება 2016/17 წლების სეზონის პირველი საშინაო მატჩი “ბლაუგრანასათვის”.
ეს ორი გუნდი ერთმანეთს 25 წლის წინაც შეხვდა. მაშინ მატჩი ჩემპიონთა თასის ფინალური მატჩის ეგიდით იმართებოდა და სწორედ ამ მატჩში მოახერხა “ბარსელონამ” პირველად ამ ტურნირის მოგება.
რაც შეეხება ჟოან გამპერის თასს – ეს არის ამხანაგური ტურნირი, რომელსაც კატალონიური კლუბი უწევს ორგანიზებას.
1996 წლამდე ტურნირი განსხვავებული ფორმატით ტარდებოდა – იყო მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალი. 1997 წლიდან კი ტურნირის გამარჯვებულის ვინაობას მხოლოდ ერთი მატჩი წყვეტს.