მარკ ვილმოტსი: “ბელგიის ნაკრებში ანრის მუშაობა ნამდვილი არაპროფესიონალიზმია”

ბელგიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა უარყოფითად შეაფასა გუნდის თავკაცის თანაშემწის პოსტზე ტიერი ანრის მოწვევა.

“უმუშავია ანრის რომელიმე ნაკრებში ან კლუბში? არ შეიძლება ერთდროულად სატელევიზიო ექსპერტად და ბელგიის ნაკრების მწვრთნელად მუშაობა. ეს ნამდვილი დილეტანტიზმია. მე ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი ვარ”, – ვილმოტსის კომენტარი “სანმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მარკ ვილმოტსმა ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩის შემდეგ დატოვა, როცა მისი გუნდი უელსის ნაკრებთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

მარკ ვილმოტსი: “ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით”

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე ბელგიის ნაკრები უელსთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მატჩი “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა შეაჯამა.

“20-25 წუთი კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ მეტოქის შიში გაგვიჩნდა. ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ბევრ ფეხბურთელს აქვს დიდი პოტენციალი. მე მათ მოკვლას არ ვაპირებ.

მცველებმა დაგვიშავდნენ, ამ მხირვ არ გაგვიმართლა. ფეხბურთელებისთვის ეს მარცხი გაკვეთილი იქნება. ყველაფერი დაკარგული არ არის.

მოთამაშეები, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები არიან, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. უკეთ თამაში შეგვეძლო.

უკვე ვთქვი, რომ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მივიღებ, თუმცა წაგებული მატჩის დასრულებისთანავე კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ ვარ”, – ციტირებს ვილმოტსის სიტყვებს “ბიბისი”.