საფრანგეთთან, ევრო 2016-ის მეოთხედფინალურ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ, ისლანდიის ნაკრების კაპიტანმა, არონ გუნარსონმა პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდი ამ გაკვეთილების სწავლას აპირებს.
“იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ამავდროულად დაუჯერებლად ამაყები. უდიდესი გამოცდილება მივიღეთ. თუმცა, ამას ძალიან დიდი შრომა დასჭირდა. ფანები ფანტასტიკურები იყვნენ. ისინი ჯერ კიდევ მღერიან, დაუჯერებელია.
ფრანგებს ჯერ ყველაფერი წინ აქვთ, ისინი კვლავ აქ არიან. ეს აჩვენებს იმას, თუ რა ჩავდეთ ამ მატჩში. მატჩის პირველი ნახევარი სრული საშინელება იყო, მაგრამ შესვენების შემდეგ ხარვეზები გამოვასწორეთ. გადავწყვიტეთ, რომ ჩემპიონატი ასე არ უნდა დაგვეტოვებინა.
ამ ყველაფრისგან ვისწავლით. ეს მხოლოდ დასაწყისია.”