რატომ გახდა კრის სმოლინგი ვეგანი

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი კრის სმოლინგი ვეგანი გახდა, რაც რაციონიდან ცხოველური პროდუქტის სრულად გამორიცხვას გულისხმობს. ინგლისელმა ფეხბურთელმა მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

“მუხლქვედა მყესის ტესტი ჩავიტარეთ და ჩემი რეზულტატი 35 პროცენტი იყო. ველოტრენაჟორზე ჩემი ძალა გაიზარდა.

ეტაპობრივად ვძლიერდები და შედეგებს ვაუმჯობესებ. ვეგანად გახდომამდე რაციონიდან წითელი ხორცი ამოვიღე და ჩემი აღდგენითი პროცესი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

მანამდე რაღაც სიმპტომები მქონდა, თუმცა ვეგანად გახდომის შემდეგ ამას საერთოდ ვეღარ ვგრძნობ”, – ციტირებს სმოლინგის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

სმოლინგი საკვებით მოიწამლა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი კრის სმოლინგი ევროპის ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ისვენებს, თუმცა ვერც იქ ასცდა უსიამოვნებებს.

26 წლის ფეხბურთელი საკვებით მოიწალა და უეცრად გონებაც დაკარგა, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახლა სმოლინგი თავს უკეთ გრძნობს.