მიჩეილ ანტონიომ ინგლისურ “ვესტ ჰემთან” ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რის შედეგადაც, ის ლონდონურ კლუბს 2020 წლამდე დაუკავშირდა.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო “ჩაქუჩებს” გასულ სექტემბერს, “ნოტინგგემ ფორესტიდან” შეუერთდა. მაშინ ანტონიომ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
“მოხარული ვარ, რომ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება მოვახერხე. ბედნიერი ვარ იმით, რომ ისევე როგორც მწვრთნელი, ასევე დირექტორიც მენდობა.
ჩემს საკუთარ შესაძლებლობებში ყოველთვის მჯეროდა. იმ შესაძლებლობას, რომელიც ამ კლუბმა მომცა მე აუცილებლად გამოვიყენებ.”
29 წლის იამაიკელ-ინგლისელი ფორვარდისთვის გასული სეზონი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რამეთუ მან სადებიუტო სეზონში 9 გოლის გატანა მოახერხა.