მადრიდის “რეალმა” სეზონი შესანიშნავად დაიწყო. მან პრიმერა დივიზიონში პირველი 4 მატჩი მიყოლებით მოიგო. თუმცა, ამ წარმატებულ სვლას მოჰყვა ჩავარდნა: სამი ფრე (“ვილიარეალი”, “ლას პალმასი”, “ეიბარი”).
ზინედინ ზიდანმა გუშინ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ “რეალს”მცირე ჩავარდნა აქვს, რომელიც მალე აღმოიფხვრება.
“ფეხბურთელებში შესანიშნავი განწყობაა. მათ ძალიან სურთ თამაში და წარმატების მიღწევა. ზედიზედ სამი ფრე? დიახ, ჩვენ ახლა რთული პერიოდი გვაქვს, რომელიც მალე დასრულდება.”
“ჩემი მოთამაშეები ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯებიან. თუნდაც, კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ტრავმის შემდეგ, ცდილობს, ფრომაში შევიდეს და ისევ ბევრი გაიტანოს. მარტო მას კი არა, ყველას პროგრესი და, რაც შეიძლება, მეტის მიღწევა სურს.”
ზიდანს ჰკითხეს მის თანამემამულეზეც, კარიმ ბენზემაზეც, რომელმაც ახლახანს მოიშუშა ტრავმა და იგი ნაკრებში ისევ არ გამოიძახეს: “ვიცი, რომ ბენზემას ნაკრებში დაბრუნება სურს, მაგრამ არ ვიცი, როდის მოხდება ეს. მე აღნიშნული საკითხი არ მეხება. კარიმი “რეალის” მოთამაშეა და იგი გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება,” – განაცხადა “ზიზუმ”.