უელსის ნაკრებმა “ევრო 2016”-ზე საოცარი მატჩები ჩაატარა და დამსახურებულად გავიდა ტურნირის ნახევარფინალში, სადაც პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. როგორც იცით, ამ წყვილში გამარჯვებული გერმანიასა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეერკინება ფინალში. აღნიშნულთან დაკავშირებით, უელსის ნაკრების სუპერვარსკვლავმა, გარეთ ბეილმა კომენტარი გააკეთა.
“იყო დრო, როცა რეიტინგში მე-100 ადგილს ვიკავებდით და ბევრს ეგონა, რომ მე ამ ზაფხულზე ორ კვირიანის ნაცვლად, ცხრა კვირიანი შვებულება მექნებოდა. მაგრამ, ყველას დავუმტკიცეთ, რას წარმოვადგენთ! ვიმედოვნებ, ეს ჯერ ყველაფერი არაა! პორტუგალიელების ბარიერი უნდა დავძლიოთ და ფინალში გავიდეთ!”
“მეტოქე დასკვნით მატჩში? იცით, ერთხელ ტონი კროოსმა მითხრა, ამ “ევროპის ჩემპიონატზე” მხოლოდ სამ თამაშს ჩაატარებო. ეს ნახევრად ხუმრობით იყო ნათქვამი, რა თქმა უნდა. მაგრამ მაინც ძალიან მინდა ფინალში გასვლის შემთხვევაში, სწორედ გერმანელებს დავუპირისირდეთ. მინდა, კროოსსა და მის გუნდელებს ვაჩვენოთ რა შეგვიძლია!” – განაცხადა გარეთ ბეილმა.