ტურინის “იუვენტუსში” წარმატებულად ჩატარებული 2 სეზონის შემდეგ, ესპანელი თავდამსხმელი, ალვარო მორატა მადრიდის “რეალში” დაბრუნდა. “ბებერ ქალბატონთან” დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტზე დაყრდნობით, მადრიდულმა გრანდმა მორატა 23 მილიონ ფუნტად გამოისყიდა.
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელით რამდენიმე დიდი გუნდი ინტერესდება. ზიდანი კი მორატას მინიმუმ 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელევა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არსენ ვენგერი სერიოზულად არის დაინტერესბული 23 წლის ფორვარდის შეძენით და მას “არსენალში” გადასვლის შემთხვევაში 144 000 ფუნტს ჰპირდება კვირაში ხელფასის სახით. საინტერესოა, დათანხმდება თუ არა ამ მეტად მაცდურ წინადადებას ალვარო მორატა.