კოლოჩინიმ “ნიუკასლთან” კონტრაქტი გაწყვიტა

ფაბრიციო კოლოჩინიმ “ნიუკასლ იუნაიტედთან” კონტრაქტი გაწყვიტა.

როგორც მოგეხსენებათ, არგენტინელმა მცველმა “კაჭკაჭებთან” შრომითი ხელშეკრულება გასულ წელს გაახანგრძლივა, თუმცა ახლა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვეტილია. კოლოჩინი კარიერას მშობლიურ კლუბ “სან ლორენსოში” გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ფაბრიციო კოლოჩინი “ნიუკასლის” ღირსებას 2008 წლიდან იცავდა. ამ ხნის გამნავლობაში არგენტინელმა ფეხბურთელმა “კაჭკაჭების” ფორმა 275-ჯერ მოირგო და შვიდი გოლი გაიტანა. კოლოჩინი 2011 წლიდან “ნიუკასლის” კაპიტანი იყო.