პორტუგალია — პოლონეთის მატჩისას მოედანზე შეჭრილი ქომაგი დააჯარიმეს (ვიდეო)

გულშემატკივარი, რომელიც ევრო-2016-ის მეოთხედფინალურ ეტაპზე პოლონეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე შეიჭრა, 500 ევროთი დააჯარიმეს.

22 წლის შვეიცარიელი ქომაგი მოედანზე კრიშტიანუ რონალდუსთან ჩასახუტებლად გამოვარდა. იგი სტიუარდებმა მალევე დაიჭირეს. ჯარიმასთან ერთად გულშემატკივარი საფრანგეთიდან გააძევეს და ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.