ინგლისურ Daily Mirror-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მაურისიო პოჩეტინომ მთავარ მიზნად თავდამსხმელის გადაბირება დაისახა.
“მამლები” საკმაოდ ახლოს არიან ვინსენტ იანსენის გადაბირებასთან, რომელიც ამჟამად “ალკმაარის” ღირსებას იცავს. ლონდონელთა ყურადღება ჯორჯინიო ვეინალდუმმაც მიიპყრო.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის ჩრდილოეთში მდებარე კლუბის ხელმძღვანელები გასულ თვეში შეხვდნენ იანსენის წარმომადგენლებს. წყაროს ცნობით, ჰოლანდიელები შემტევის სანაცვლოდ 16 მილიონ ფუნტს ითხოვენ.
მაურისიო პოჩეტინო “რომას” თავდამსხმელის, ანტონიო სანაბრიას გარშემო არსებულ სიტუაციასაც აკვირდება. პარაგვაელი ფეხბურთელის გადასაბირებლად მხოლოდ 11.5 მილიონია საჭირო.