ოფიციალურად: “ტოტენჰემმა” იანსენი გაიფორმა

“ტოტენჰემმა” ჰოლანდიელი შემტევის, ვინსენტ იანსენის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ჰოლანდიელმა ლონდონურ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ “მამლების” ხელმძღვანელები კარგა ხნის მანძილზე აკვირდებოდნენ 22 წლის თავდამსხმელს, რომელიც გასული წელს ერედივიზიონის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

წყაროს ცნობით, ინგლისელებმა იანსენის სანაცვლოდ 18.8 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

იანსენი მაურისიო პოჩეტინოს მეორე შენაძენი გახლავთ მიმდინარე ზაფხულის სატრანფერო ფანჯარაზე. პირველი ვიქტორ ვანიამა იყო, რომელიც “ტოტენჰემმა” “საუთჰემპტონიდან” გადაიბირა.

მაურისიო პოჩეტინო თავდამსხმელის შეძენით არის დაინტერესებული

ინგლისურ Daily Mirror-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მაურისიო პოჩეტინომ მთავარ მიზნად თავდამსხმელის გადაბირება დაისახა.

“მამლები” საკმაოდ ახლოს არიან ვინსენტ იანსენის გადაბირებასთან, რომელიც ამჟამად “ალკმაარის” ღირსებას იცავს. ლონდონელთა ყურადღება ჯორჯინიო ვეინალდუმმაც მიიპყრო.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის ჩრდილოეთში მდებარე კლუბის ხელმძღვანელები გასულ თვეში შეხვდნენ იანსენის წარმომადგენლებს. წყაროს ცნობით, ჰოლანდიელები შემტევის სანაცვლოდ 16 მილიონ ფუნტს ითხოვენ.

მაურისიო პოჩეტინო “რომას” თავდამსხმელის, ანტონიო სანაბრიას გარშემო არსებულ სიტუაციასაც აკვირდება. პარაგვაელი ფეხბურთელის გადასაბირებლად მხოლოდ 11.5 მილიონია საჭირო.