“ჩელსის” კანტესთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სურს

ლონდონის “ჩელსი” ნგოლო კანტესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. მხარეებს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულამდე აქვს.

“ჩელსის” გეგმებში 27 წლის ფრანგი ნახევარმცველის გაყიდვა არ შედის და მასთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 80 მილიონ ევროდ აფასებს.

ნგოლო კანტე “ჩელსიში” 2016 წლიდან თამაშობს. მან გუნდთან ერთად ინგლისის პრემიერლიგა და ქვეყნის თასი მოიგო.

ნგოლო კანტემ მიმდინარე სეზონში “ჩელსის” ფორმით 16 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

კანტეს უნიკალური მიღწევა

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ ინგლისის პრემიერლიგაში უნიკალური რეკორდი დაამყარა.

“ჩელსიმ” საჩემპიონო ტიტული გაინაღდა, კანტე კი გახდა მინდვრის პირველი მოთამაშე, რომელმაც პრემიერლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო ორი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში, რომელშიც მთლიანი სეზონი გაატარა.

ფრანგი ფეხბურთელი პრემიერლიგის გამარჯვებული შარშან “ლესტერ სიტის” რიგებში გახდა, წელს კი ტიტული “ჩელსისთან” ერთად მოიგო.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მანამდე ეს მოახერხა მეკარე მარკ შვარცერი გახლდათ, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატი 2015 წელს “ჩელსის” შემადგენლობაში, ერთი წლის შემდეგ კი “ლესტერის” რიგებში მოიგო.

კონტე: “კანტეს ერთი ნაკლი აქვს, რომელიც ერთ დროს მეც მქონდა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გუნდის ნახევარმცველი ნგოლო კანტე შეაქო, თუმცა მის თამაშში ერთი ნაკლი იპოვა.

“კანტე ფანტასტიური ფეხბურთელია, თუმცა მისი პირველი პასი ყოველთვის ჰორიზონტალურია, როცა ვერტიკალური უნდა იყოს. მისი ეს მოქმედება შეტევის ტემპს ანელებს. თავის დროზე მეც მქონდა ანალოგიური პრობლემა, მაგრამ შემდეგ გავიგე, როგორ უნდა მოვქცეულიყავი მართებულად.

კანტე მართლაც კარგი ბიჭია, თანაგუნდელებს ყოველთვის ეხმარება. დიდებული ტრანსფერი გამოდგა. იგი ახალგაზრდაა და კიდევ შეუძლია განვითარება”, – ციტირებს კონტეს სიტყვებს Squawka.

შეგახსენებთ, რომ ნგოლო კანტე “ჩელსიმ” გასული წლის ზაფხულში “ლესტერ სიტიდან” გადმოიბირა. “ლურჯებმა” 25 წლის ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 32 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღეს.

კონტემ ნგოლო კანტეს შესახებ არაფერი იცოდა

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გამოტყდა, რომ გუნდში მისვლამდე ნგოლო კანტეს არსებობის შესახებ არ იცოდა.

“ვაღიარებ, რომ “ჩელსიში” გადმოსვლამდე ნგოლო კანტეს შესახებ არაფერი ვიცოდი. ახლა უკვე ვიცი, რომ იგი მრავალმხრივი ნახევარმცველია. პრესინგის დროს ძალზედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ასეთ დროს ძალიან კარგად თამაშობს”, – ციტირებს კონტეს სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ “ჩელსი” ამა წლის ზაფხულში ჩაიბარა. ამავე პერიოდში შეიძინა გუნდმა ნგოლო კანტე “ლესტერ სიტიდან”. ლონდონელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 32 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღეს.

“რეალს” კანტე სურს

“ლესტერ სიტის” საყრდენი ნახევარმცველი ნგოლო კანტე შესაძლოა, მადრიდის “რეალში” აღმოჩნდეს.

25 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა ინგლისურ “ლესტერთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც საქმეში “სამეფო კლუბი” ჩაერთო.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელები ნგოლო კანტეს სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს იხდიან.

ფრანგმა ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში 37 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.