ცნობილი გახდა იმ პიროვნებების ვინაობა, რომლებიც ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელების გაწვრთნაში დაეხმარებიან.
პირველ რიგში, გეტყვით სილვინიო ლოუროსა და რუი ფარიაზე. ორივე მათგანი მთელი კარიერის მანძილზე მოურინიოს იქ მიჰყავდა, სადაც მიდიოდა ხოლმე. “პორტო,” “ინტერი,” “ჩელსი,” მადრიდის “რეალი” – ეს ის გუნდებია, რომლებშიც პორტუგალიელ სპეციალისტს და, შესაბამისად, ამ მწვრთნელებს ერთად უმუშავიათ. ლოურო მეკარეების მთავარი მწვრთნელი იქნება. სწორედ იგი მოამზადებს დე ხეას. რუი ფარია კი ჟოზეს მთავარი ასისტენტის როლში მოგვევლინება.
არის კიდევ ოთხი ახალი სახე “მანჩესტერის” სამწვრთნელო შტაბში. პირველი მათგანი კარლოს ლალინია, რომელიც ინგლისური გრანდის მოთამაშეებს ფიზიკურად მოამზადებს. ემილიო ალვარეზი ზემოთ ნახსენები ლოუროს დამხმარე იქნება. ჯოვანი ჩერა გუნდის თამაშის ანალიტიკოსად, ხოლო რიკარდო ფორმოსინიო მთავარ სკაუტად იმუშავებენ გუნდში.