ენცო ზიდანმა გოლი “მაკრატელა” დარტყმით გაიტანა (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა და ზინედინ ზიდანის შვილმა ენცო ზიდანმა ვარჯიშზე გოლი “მაკრატელა” დარტყმით გაიტანა. როგორც გულშემატკივრები წერენ, ასეთი გოლი თვით ზიზუსაც კი არ გაუტანია.

ზიდანის შვილი წინასასეზონი მზადებას “რეალის” პირველ გუნდთან ერთად გაივლის

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის შვილი ენცო ზიდანი წინასასეზონი მზადებას მთავარ გუნდთან ერთად გაივლის.

ახალგაზრდა ფეხბურთელი 17 ივლისს “რეალის” პირველ გუნდთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სადაც “სამეფო კლუბი” საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირს ჩაატარებს. ენცო ზიდანი შესაძლოა, “პარი სენ-ჟერმენის”, ლონდონის “ჩელსისა” და მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ვიხილოთ.

21 წლის ნახევარმცველმა “რეალის” პირველ გუნდთან ერთად წინა სეზონშიც ივარჯიშა, თუმცა მადრიდული კლუბის მეორე გუნდში თამაშობდა.