ოფიციალურად: ლევის კუკი “ბორნმუთის” ფეხბურთელია

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბორნმუთმა” “ლიდზ იუნაიტედიდან” 19 წლის ნახევარმცველი, ლევის კუკი გაიფორმა. ბრიტანელმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერის ღირებულება ზუსტად არაა ცნობილი, თუმცა დაახლოებით იგი ექვსიდან ათ მილიონ ფუნტამდე უნდა მერყეობდეს.

აქვე გეტყვით, რომ კუკმა პროფესიონალური კარიერა სულ რაღაც ორი წლის წინ დაიწყო “ლიდზში.” მან 85 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.