As-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “ატლეტიკოსა” და ესპანური “სევილიას” წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ლუსიანო ვიეტოს ტრანსფერთან დაკავშირებით.
ვიეტომ, რომლითაც ამავდროულად კატალონიური “ბარსელონა” და “ვილიარეალიც” არის დაინტერესებული, შესაძლოა “ვისენტე კალდერონი” პირველივე სეზონის შემდეგ დატოვოს.
მიუხედავად იმისა, რომ 22 წლის ფეხბურთელი “ატლეტიკოში” მისვლით იმედგაცრუებულია, “როხიბლანკოს” ხელმძღვანელებს მისი სრულად დაკარგვა არ სურთ და მისი არენდის წესით გაშვებას აპირებენ.
მაგრამ, თუ რომელიმე კლუბი ვიეტოს სანაცვლოდ 20 მილიონ ევროზე მეტს გადაიხდის (რაც მეტი იქნება იმ თანხაზე, რაც თავად “ატლეტიკომ” გადაიხადა მასში), მაშინ მადრიდელები იძულებულნი იქნებიან გაუშვან არგენტინელი ფეხბურთელი.