პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ნანიმ კრიშტიანუ რონალდუსგან საჩუქარი მიიღო – ევრო 2016-ის ფინალში გამარჯვების შემდეგ, რონალდუმ მას “ვერცხლის ბუცი” აჩუქა.
“შენ მეტი ხარ, ვიდრე კაპიტანი, შენ – ჩემპიონი ხარ! მადლობა საჩუქრისათვის ! წინ პორტუგალია, ჩვენ – ჩემპიონები ვართ!” – ასეთი სათაური შეურჩია ნანიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს.
ცნობისათვის გეტყვით, რომ რონალდუმ აღნიშნულ ტურნირზე 625 წუთი ითამაშა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა. ნანის ანგარიშზე კი – 3 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.
“ოქროს ბუცი” საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა მოიგო, რომელმაც 6 გოლისა და 2 საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა აქტივში.