საფრანგეთის ნაკრების ყოფილი წევრი, ფრანკ ლებეფი თვლის, რომ ანტუან გრიზმანი ევრო 2016-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს არ იმსახურებდა და რომ უეფამ ამით დიდი შეცდომა დაუშვა.
“გრიზმანი ძალიან მომწონს, მაგრამ ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ნამდვილად არ ყოფილა. ამ არჩევანს არ ვეთანხმები.” – განუცხადა ლებეფმა RMC-ს.
“კრიტიკულები უნდა ვიყოთ. მან თავის გამოჩენა მხოლოდ მეოთხედფინალების შემდეგ შეძლო. ფინალში ორი შანსი მიიღო, თუმცაღა მათი გამოყენება ვერ მოახერხა.
მაგრამ უეფა ყოველთვის ასე მუშაობს. ისინი ყოველთვის იმ ფეხბურთელს ასახელებენ საუკეთესოდ, რომელსაც ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.
პირადად ჩემთვის, გამოსარჩევი იყო პეპე, ისევე როგორც გარეთ ბეილი, რომელმაც უელსს გზა გაუკაფა. ამ ტურნირზე რამოდენიმე ისეთი ფეხბურთელი იყო, რომლებმაც შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინა.
პეპე დიდებულ ფორმაში იყო ტურნირი დასაწყისიდან ბოლომდე. გრიზმანი კი მეორე მატჩში ჩამოაქვეითეს.”