“სუონსი” ულოას სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს

უელსური “სუონსი სიტის” ხელმძღვანელებმა უკვე გაუგზავნეს ოფიციალური შეთავაზება “მელიებს” მათი ფეხბურთელის, ლეონარდო ულოას ტრანსფერთან დაკავშირებით.

როგორც იცით, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ფრანჩესკო გვიდოლინის გუნდი მომავალ სეზონში ანდრე აიუსა და ბაფეტიმბი გომისის გარეშე დარჩეს, ამიტომაც უელსელები თანახმანი არიან 10 მილიონი გაიღონ ჩემპიონის სანაცვლოდ.

ამასთანავე ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ “ლესტერმა” ახლახან დაასრულა აჰმედ მუსას ტრანსფერი (16 მილიონი ფუნტი), რამაც ულოას წასვლის შანსები კიდევ უფრო გაზარდა.

აქვე დავამატებთ იმასაც, რომ აპრილში 29 წლის ულოამ ორჯერ მოახერხა “სუონსის” კარის აღება (“ლესტერ სიტი” 4-0 “სუონსი”).