რომის “ლაციო” “ბარსელონას” მცველით, ადრიანო კორეათი გაძლიერებას გეგმავს.
აღნიშნული ტრანსფერი დასკვნით სტადიაზეა და გავრცელებული ინფორმაციით, გარიგება ოფიციალურად დამდეგ კვირას დადასტურდება.
რომაული კლუბი 31 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ორ მილიონ ევროს გაიღებს. ადრიანო კორეა “ლაციოში” ჯამაგირის სახით წელიწადში ორ მილიონ ევროს მიიღებს.