ფრანგმა ფეხბურთელმა, ნ’გოლო კანტემ გასული სეზონი როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე შესანიშნავად ჩაატარა და რამდენიმე გუნდის ყურადღება მიიპყრო. მოკლედ რომ ვთქვათ, კანტე ლონდონის “ჩელსის”, მადრიდის “რეალს” და ჩინურ “შანხაი ტელეისსაც” სურს. ამას ემატება ისიც, რომ “მელიებმა” 25 წლის ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს გაუმჯობესებული პირობებით.
გავლენიანი გამოცემა, “Telegraph”-ი იტყობინება, რომ “არისტოკრატების” თავკაცს, ანტონიო კონტეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა კანტეს დაკარგვა და მასში საკმაოდ “მსუყე” თანხას, 29 მილიონ ფუნტს ჩამოდის. “ლესტერის” ხელმძღვანელობა, წესით, ამ შემოთავაზებაზე კარგად უნდა დაფიქრდეს, რადგან საქმე პატარა თანხას ნამდვილად არ ეხება. ამ ფულის აღების შემთხვევაში, ინგლისელებს შეუძლიათ, მინიმუმ ორი ძალიან სასარგებლო ფეხბურთელი იყიდონ. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები…