ჯოშუა კიმიხს მიუნხენის “ბაიერნში” წარმატებული სეზონი გამოუვიდა. გერმანელმა ნახევარმცველმა ბუნდესლიგაში 26 შეხვედრა ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის რვა მატჩში კი სამჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.
გავრცელდა ხმები, რომ 22 წლის სპორტსმენი მიუნხენურ კლუბს ტოვებს. ცოტა ხნის წინ ეს კარლ-ჰაინც რუმენიგემ უარყო. ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან თავად ჯოშუამ ისაუბრა.
“არ ვიცი, საიდან წამოვიდა ეს ჭორები. როცა ვარჯიშზე გავედი, ყველა მეკითხებოდა, მართალი იყო თუ არა ხმები ტრანსფერის შესახებ. მინდა, ვთქვა, რომ მიუნხენში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ამ ზაფხულზე არსად წასვლას არ ვაპირებ,” – განაცახადა კიმიხმა.