ოფიციალურად დადასტურდა, რომ მომდევნო სეზონში “ვალენსიას” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ანტონიო ბარაგანი “მიდლსბროში” ითამაშებს. როგორც ცნობილია, 29 წლის მოთამაშემ “პრემიერ ლიგის” ახალწვეულთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელფასის დეტალები არ საჯაროვდება.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი მარჯვენა მცველი სხვადასხვა დროს “ლივერპულის”, “დეპორტივოს”, “ვალიადოლიდისა” და “ვალენსიას” ღირსებას იცავდა.