“ტოტენჰემმა” “მიდლსბროს” მინიმალური ანგარიშით მოუგო (ვიდეო)

4 თებერვალს პრემიერ ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ლონდონის “ტოტენჰემი” და “მდლსბრო” დაუპირისპირდნენ.

მატჩი ლონდონელების უპირატესობით წარიმართა, თუმცა მათ მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს. მისი ავტორი 58-ე წუთზე ჰარი კეინი გახდა. მან თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეარხია ვიქტორ ვალდესის კარის ბადე და გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულ მოუტანა.

“სპურსები” 24 ტურის შემდეგ 50 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფებიან, და ლიდერ “ჩელსის” მთელი 9 ქულით ჩამორჩებიან. რაც შეეხება აიტორ კარანკას გუნდს, “მიდლსბროს” 21 ქულა აქვს და მე-15 პოზიციაზეა.

იხილეთ ჰარი კეინის გოლი

 

აიტორ კარანკა: “პრემიერ ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი ლონდონის “ჩელსია”

ინგლისური “მიდლსბროს” მთავარი მწვრთნელი, აიტორ კარანკა თვლის, რომ პრემიერ ლიგის წლევანდელი გათამაშების მოგების მთავარი ფავორიტი ლონდონის “ჩელსია”, რომელსაც სათავეში იტალიელი ანტონიო კონტე უდგას.

“კონტეს “ჩელსით”, მათი თამაშით მოხიბლული ვარ. მათი მწვრთნელი ახალ ჩემპიონატს საკმაოდ მალე და კარგად შეეჩვია. კლუბი ძველ ფორმას უბრუნდება, ბევრი გოლი გააქვთ, თანაც ნაკლებს უშვებენ.

ვფიქრობ, სწორედ ისინი არიან პრემიერ ლიგის მოგების ნამდვილი ფავორიტები, რადგანაც ყველაფერთან ერთად, მათ ევროპულ სარბიელზე ართამაშის პრივილეგიაც აქვთ.

დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ამის გამო ისინი საზღაურს აუცილებლად მიიღებენ. შუა კვირაში ართამაში დიდი უპირატესობაა.”

ოფიციალურად: ვენგერმა საკუთარი ფეხბურთელი “მიდლსბროში” გაანათხოვრა!

სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი დასასრულისკენ მიდის და სწორედ ამ დროს გააქტიურდა ლონდონის “არსენალი”. სულ ცოტა ხნის წინ მათ მუსტაფი ოფიციალურად გაიფორმეს “ვალენსიადან”.

არსენ ვენგერის გადაწყვეტილებით კოლექტივში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა. კონკრეტულად, 21 წლის მცველი, ჩემბერსი აიტორ კარანკას “მიდლსბროში” გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ერთ წლიანი იჯარა. მომდევნო ზაფხულზე, “არსენალის” საკუთრებაში მყოფი სპორტსმენი, გამოცდილების მიღების შემდეგ, ისევ დაუბრუნდება “მეთოფეებს”.

ოფიციალურად: ანტონიო ბარაგანი “პრემიერ ლიგაში” ითამაშებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მომდევნო სეზონში “ვალენსიას” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ანტონიო ბარაგანი “მიდლსბროში” ითამაშებს. როგორც ცნობილია, 29 წლის მოთამაშემ “პრემიერ ლიგის” ახალწვეულთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელფასის დეტალები არ საჯაროვდება.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი მარჯვენა მცველი სხვადასხვა დროს “ლივერპულის”, “დეპორტივოს”, “ვალიადოლიდისა” და “ვალენსიას” ღირსებას იცავდა.