“ლივერპულს” ვეინალდუმი სურს

“ლივერპული” “ნიუკასლ იუნაიტედის” ნახევარმცველ ჟორჟინიო ვეინალდუმით არის დაინტერესებული. მეტიც, მერსისაიდული გუნდი 25 წლის ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ცნობისთვის, ვეინალდუმს “კაჭკაჭებთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება. “ნიუკასლის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა განაცხადა, რომ ფეხბურთელთან განშორებას არ აპირებს.

ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ინგლისის პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში 38 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა. როგორც მოგეხსენებატ, “ნიუკასლი” მომავალ სეზონში ჩემპიონშიფში იასპარეზებს.