ვალვერდე: “ვიმედოვნებ, არნაისი “ბარსას” მომავალშიც დაეხმარება”

კოპა დელ რეის 1/16 ფინალის პირველ შეხვედრაში “ბარსელონა” “რეალ მურსიას” ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით, 3-0 გაანადგურა. მესამე გოლის გატანა “ბარსელონა 2”-ის ფეხბურთელმა, ხოსე არნაისმა შეძლო. 22 წლის სპორტსმენს მთავარ გუნდში დებიუტი ჰქონდა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ერნესტო ვალვერდე ესაუბრა, რომელიც ნახსენებ ფეხბურთელსაც შეეხო.

“ვიმედოვნებ, ის გუნდს მომავალშიც დაეხმარება. ხოსე ჭკვიანი მოთამაშეა. მეორე ნახევარში, როცა მეტოქემ თამაში გაგვიხსნა, მან ცარიელი სივრცეები შესანიშნავად მოძებნა და გამოიყენა. როცა ის გოლამდე რამდენიმე წამით ადრე ბურთს იღებს, თავდაჯერებულია იმაში, რასაც აკეთებს. ჩემი აზრით ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.”

პაკო ალკასერმა დეულოფეუს პასით ანგარიში გახსნა…

“პირველი გოლის გატანა ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე მეორის და მესამის. ამ მხრივ დღეს პაკო გამოირჩა. ის სხვადასხვა რგოლს შორის შესანიშნავად გადაადგლდებოდა და პასებსაც სწორად აკეთებდა. ვიცით, რომ მას ბევრის თამაში არ უწევს; შესაბამისად,  იდეალურია, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენა და გაიტანა.”

“კმაყოფილი ვარ შედეგით. ამ მატჩს დიდ ენთუზიაზმით მივუდექით და შესაბამისიც მივიღეთ. “მურსიას” ნუ დავუკარგავთ იმას, რომ ბევრს ცდილობდა, ღირებული შეექმნა,” – აცხადებს ვალვერდე.

 

ოფიციალურად: “არტეტას შემდეგ, “არსენალი” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა”

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლონდონის “არსენალი” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ველინგტონ სილვამ დატოვა და “ფლუმინესეში” გადავიდა.

შესაძლებელია, ბევრმა არ იცის, რომ 23 წლის მოთამაშე არსენ ვენგერმა 2010 წელს გაიფორმა “ფლუმინესედან”. ფრანგმა სპეციალისტმა იგი პირველივე სეზონში გამოცდილების მისაღებად “ლევანტეში” გაანათხოვრა. შემდეგ იყო იჯარა “ალკოიანოში”, “პონფერადინაში”, “რეალ მურსიაში”, “ალმერიაში” და ბოლოს “ბოსტონ უონდერერსში”.

როგორც უკვე ვთქვით, სილვა 6 წლის შემდეგ მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა. ტრანსფერის დეტალები არაა ცნობილი.