“ბაიერნის” ვიცე-პრეზიდენტი: “გიოტცეს საკითხი დღეს ოფიციალურად გადაწყდება”

ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი, მარიო გიოტცე დორტმუნდის “ბოსრუსიაში” ბრუნდებოდა. დორტმუნდელები სერიოზულად იყვნენ დაინტერესებულნი მათი ყოფილი მოთამაშის შეძენით.

გასულ კვირა დღეს “ბაიერნის” ვიცე-პრეზიდენტმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ დაადასტურა, რომ ორ გუნდს შორის მიდიოდა მოლაპარაკებები გერმანელის თაობაზე. “ბორუსიას” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მათ სურდათ მარიოს დაბრუნება, მაგრამ ჯერ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. გუშინ გამართულ მატჩზე “ბაიერნსა” და “სიტის” შორის რუმენიგეს კვლავ ჰკითხეს გიოტცეზე. “რეკორდმაისტერის” ლეგენდამ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ყველაფერი 24 საათში ოფიციალურად გადაწყდებოდა. თუ ეს სიტყვები გამართლდა, მაშინ დღეს უკვე უნდა გაირკვეს თუ სად ითამაშებს გიოტცე მომავალ სეზონში.