ოფიციალურად: ანდრე გომეში “ბარსელონაში” ითამაშებს

“ვალენსიასა” და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი ანდრე გომეში კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს. მხარეებმა აღნიშნულ ტრანსფერზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. 22 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი კატალონიურ გუნდთან კონტრაქტს მომავალ კვირაში გააფორმებს.

ანდრე გომეში “ვალენსიაში” 2014 წლიდან თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 78 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა. ფეხბურთელს პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული.